ბარბარე ჯანაშია, რომელმაც აუდიტორიას თავი დაამახსოვრა ემიგრაციაში მყოფ მამაზე ემოციური საუბრით, ამერიკაში ჩავიდა.
ბარბარეს დედა სოციალურ ქსელში ყველას დიდ მადლობას უხდის გულშემატკივრობისთვის და იმედს გამოთქვამს, რომ ბარბარე ამერიკაშიც ასახელებს თავის ქვეყანას.
„ჩემო საყვარლებო, მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ თითოეულ მათგანს უთბილესი სიტყვებისთვის, დალოცვისთვის, კეთილი სურვილებისთვის. ძალიან გვიყვარხართ. ძალიან ემოციურია ჩვენთვისაც ეს ყველაფერი, დატოვო შენი შვილები, ოჯახი და სამშობლო. მივდივართ დიდი იმედებით, რომ ბარბარე ამერიკაშიც ასახელებს თავის ქვეყანას თავისი წარმატებებით, მადლობა ყველას ვინც გაგვაცილა, ვინც მოგვეფერა. უცნობებს, ზღვა ესემესები მომდის და ვერ ვპასუხობ. გვიყვარხართ“, – ვკითხულობთ ბარბარე ჯანაშიას დედის მიერ გავრცელებულ პოსტში.
სოციალურ ქსელში ასევე ვრცელდება ბარბარეს და მამასთან შეხვედრის ემოციური კადრები, აღწერით, ბაბიტო მამიკოსთანაა.