21 აგვისტოს, ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას და მის მეუღლეს, ნიცა თავაძეს შვილი შეეძინათ – წყვილმა ვაჟიშვილს დამიანე დაარქვა.
ვიდეო: ხვიჩა კვარაცხელიას ბიჭის შეძენას ულოცავენ – პირველი კადრები კლინიკიდან
ახალშობილის პირველი კადრი ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალურ ქსელში მალევე გამოაქვეყნა.
ამასთან, დამიანეს დაბადების აღნიშვნის დროს გადაღებულ კადრებს, „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს სპორტული ჟურნალისტი საბა საპანაძეც – კადრებში ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთად ასევე ჩანან დამიანეს ბაბუები და ხვიჩას და ნიცას მეგობრები.
„დაიბადა ბებოს გულის გახარება ბიჭი“ – ხვიჩა კვარაცხელიას დედის ემოციური პოსტი
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც იტალიაში იმყოფებოდა, „ნაპოლიმ“ საპატიო მიზეზით უფლება მისცა საქართველოში დაბრუნებულიყო, რათა პირველი შვილის დაბადებას დასწრებოდა.
ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში, სავარაუდოდ, მალევე დაბრუნდება.