Baby Shark-ის ვიდეომ საბავშვო სიმღერაზე – Baby Shark Dance, ლუის ფონსისა და დედი იანკის ჰიტის – Despacito კლიპის რეკორდი გააუმჯობესა.
აღსანიშნავია, რომ პუერტორიკოელი მომღერლების მუსიკალური რგოლი აქამდე „იუთუბის“ ისტორიაში ყველაზე მეტჯერ ნანახი ვიდეო იყო. ბოლო მონაცემებით, კლიპმა ეს სტატუსი დაკარგა. ამ დროისთვის, საიტზე Baby Shark Dance-მა ახალი რეკორდი დაამყარა და 7,060,577,441 მილიარდი ნახვით, Despacito-ს გაუსწრო, რომელსაც 7,041,605,979 ნახვა აქვს.
შეგახსენებთ Despacito ლუის ფონსის 2019 წელს გამოსულ ალბომში, Vida-შია წარმოდგენლი. თავად სიმღერა კი 2017 წელს გამოვიდა და მაშინვე დაიპყრო მსოფლიო ჩარტები. მან მერაია ქერისა და Boyz II Men-ის One Sweet Day-ის (1995-96 წწ.) შედეგი გაიმეორა. ორივე ჰიტი სიის სათავეში 16 კვირა იმყოფებოდა.