ქართული კომპანია ”ბაჩამი” მომხმარებელს ახალშობილებისთვისა და მცირეწლოვნებისთვის სხვადასხვა ნივთებსა და ტანისამოსს გთავაზობთ.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას, კომპანიის დამფუძნებელმა აღნიშნა, კომპანია სულ ორი თვეა რაც ბაზარზე გამოჩნდა და ამჟამად ის მომხმარებელს სთავაზობს: ბავშვის ბალიშებს, ბაბთებს, კალათებს, კაბებსა და ბოდეებს.
მისივე თქმით, ამ საწარმოს წყალობით, საქართველოს ბავშვებს განსხვავებული ნივთები ექნებათ.
ნაწარმი სახალისო და შემოქმედებითი იდეების შედეგად იქმნება, ამას გარდა, ბევრი რამ გრავირებით მზადდება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ იშვიათი ეგზემპლარია და შესაძლოა, ერთადერთიც აღმოჩნდეს.
დამფუძნებელმა აღნიშნა ისიც, რომ ახლო მომავალში გაგუას კლინიკაში იგეგმება ”ბაჩამის” შოუ რუმი, სადაც მისი წარმოებული პროდუქციის შეძენაც შეგეძლებათ, ამჟამად კი სასურველ მოდელი ონლაინ უნდა სეუკვეთოთ, რის შემდეგაც კურიერი ადგილზე მოგართმევთ.