LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაჩო ახალაია: „აუდიოჩანაწერი ათასი პროცენტით ფალსიფიცირებულია, სიტყვა, ბგერა არ არის ჩემი – არასდროს მიკადრებია ბატონი პაატასთვის, „პაატათი“ მიმართვა, ყოველთვის მოკრძალებით ვესაუბრები“

118
ბაჩო ახალაია

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას განცხადებით, გავრცელებული აუდიოჩანაწერი ფალსიფიცირებულია.

როგორც მან კრიმინალურ პოლიციაში მისვლისას განაცხადა, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არის დაბარებული.

⭕💬 „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს,…

Posted by Fortuna News • ფორტუნას ახალი ამბები on პარასკევი, 10 ოქტომბერი, 2025

„არ უთქვამთ რაზე დამიბარეს, მითხრეს 4 ოქტომბრის ძალადობის საქმესთან დაკავშირებით. რაც შეეხება ხმის ნიმუშს, ათასი პროცენტით ფალსიფიცირებულია. სიტყვა, ბგერა არ არის ჩემი. ვისაც აინტერესებს მინდა გითხრათ, რომ არასდროს მიკადრებია ბატონი პაატასთვის, პაატათი მიმართვა და ამ სტილით, ჩემი უფროსი მეგობარია და ყოველთვის მოკრძალებით ვესაუბრები. მამაჩემის ტოლი კაცია და საერთოდ სხვა სახის ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე იქ ჩანს. ძალიან მრცხვენია, ძალიან ძალიან „მიტყდება“, რომ ამ არაფერში ვიყავი ჩართული სამწუხაროდ, ძალიან მრცხვენია ამის. ძალიან მრცხვენია, რომ ეს ხალხი ახლა ზის და მე უბრალოდ სამზარეულოდან ვადევნებდი ამას თვალს. მეორე მხრივ, ცოტა საღი აზრის ფარგლებშიც, თუ აზროვნებენ ადამიანები, უნდა ესმოდეთ, რისი ორგანიზება არის. ბატონი პაატა ბურჭულაძის და ლევან ხაბეიშვილის მოწოდებას ვინმე ორგანიზება სჭირდებოდა?“ – განაცხადა ახალაიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g