LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაჩო ახალაია „ჰექსოგენის“ შემოტანის საქმეში მის შესაძლო მონაწილეობაზე: „მთელი ისტორია გამაოგნებელი ტყუილია, აბსოლუტური სიგიჟეა – თუ ვინმეს არ ჰქონია შეხება „ნაციონალური მოძრაობიდან“ უკრაინასთან, ეს მე ვარ“

218
ბაჩო ახალაია

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია „ტყუილსა და სიგიჟეს” უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის საქართველოში უკრაინიდან „ჰექსოგენის“ შემოტანის საქმეში ფიგურირებს.

როგორც ახალაიამ განაცხადა, მას უკრაინასთან შეხება არ ჰქონია.

„მთელი ისტორია გამაოგნებელი ტყუილია. აბსოლუტური სიგიჟეა. შავიშვილის ქუჩაზე ვიმყოფები სახლში, საიდანაც არ გავსულვარ როცა ჩამოვედით მას მერე, აქ ცხოვრობს ჩემი 13 წლის შვილი, მეტი რა გითხრათ. რა მაკეტი, რის მაკეტი? რა ლორთქიფანიძე? ასევე, თუ ვინმეს არ ჰქონია შეხება „ნაციონალური მოძრაობიდან“, უკრაინასთან, ეს მე ვარ. მაქვს ჩემი არგუმენტები რატომ არ მქონია – ჯერ ერთი 10 წელი [ციხეში] ვიჯექი და მესამე წელია გარეთ ვარ”, – განაცხადა ახალაიამ „რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g