LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ბაჩო ახალაია მისი საქმიანობიდან ერთადერთ რამეს ნანობს” – ახალაიას მეუღლე

2816
ბაჩო

ბაჩო ახალაიას მეუღლე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დღეს საქართველოში რუსი ოლიგარქის სასამართლოა. ანა ნადარეიშვილი ამბობს, რომ 5 ივლისის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ახალაიას 12 წლით პატიმრობა მიესაჯა, სტრასბურგში გაასაჩივრებს.  

სერგო თეთრაძის წამების საქმეზე ბაჩო ახალაია სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ ცნო

პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის წამების საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. საქმეზე ბრალდებულ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ბაჩო ახალაიას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და მისჯილი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა ძალაში დატოვა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლე ამბობს, რომ ბაჩო ახალაია მისი საქმიანობიდან მხოლოდ ერთ რამეს ნანობს.

„ერთადერთი რასაც ნანობს არის ის, რომ ქვეყანა გადააბარა რუსულ ხელისუფლებას. სხვას არაფერს ნანობს, ზუსტად იგივეს გააკეთებდა დღეს, რაც გააკეთა და გაუკეთებია. ზუსტად იგივე გზას გაივლიდა, რომ ცოდნოდა, რომ ამის გამო მას რამდენიმე წლით ციხეში ჯდომა მოუწევდა“, – ამის შესახებ ნადარეიშვილმა გადაცემა “საღამოს ნიუსრუმში” განაცხადა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g