LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაჩო დოლიძე: არიან ადამიანები, რომლებიც არათუ ხელისუფლებაში, ოპოზიციაშიც საშიშები არიან, ისინი პროცესებს კულისებიდან მართავენ, ერთ-ერთი მათგანი ვანო მერაბიშვილია

138
ბაჩო დოლიძე და ვანო მერაბიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში ნიკა მელიას გამარჯვებაში დარწმუნებულია. აღნიშნული განცხადებით, იგი გამოეხმაურა პარტიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადება, რომლის თანახმადაც მან ენმ-ის გაძლიერების 12-პუნქტიანი გეგმა წარადგინა და თქვა, რომ „ნაციონალური უძრაობიდან“ „ნაციონალურ მოძრაობამდე“, გამარჯვებიდან მეორე დღესვე, 30 იანვრიდან დაიწყება.

ბაჩო დოლიძის მოსაზრებით, აბსურდია, თითქოს ვიღაცას არჩევნების წინასწარ შედეგებზე საუბარი შეუძლია.

ვიდეო: „თუ საჭირო გახდა, [შევვარდები და ფიზიკურად გამოვიხსნი სააკაშვილს]“ – ლევან ხაბეიშვილი

„არავინ, არსად წასვლას ნამდვილად არ აპირებს. გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ. ნამდვილად ვერ დავიწყებ საუბარს 60-70%-ზე, ცოტა ირონიულია ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ხმის მიცემის პროცესი არის აბსოლუტურად ფარული. შესაბამისად, ვინ, ვის მისცემს ხმას, ეს არ ჩანს. მანიპულირება, რომ თურმე წინასწარ შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება რამის პროგნოზირება, არის აბსურდი. აღნიშნული კომიქსები უკვე მინახავს.

შესაბამისად, ახლა მთავარია ყველამ ჩვენს ამომრჩეველს მოვუწოდოთ, რომ აქტიურად მისცენ ხმა 28-29 იანვარს. რაც შეეხება თანამშრომლობას, ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არავინ არავის გაგდებას არ აპირებს, საიდან წარმოიშვა ეს აზრი, წარმოუდგენელია, ყველას აქვს თავისი ბიოგრაფია ამ პარტიაში, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც წინა პლანზე არ უნდა იყვნენ.

არიან ადამიანები, რომლებიც არათუ ხელისუფლებაში, ოპოზიციაშიც საშიშები არიან. ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, რომლებიც კულისების უკან მართავენ პროცესებს. ერთ-ერთი მათგანი და ნათელი მაგალითია ბატონი ვანო მერაბიშვილი ამ თვალსაზრისით“, –  განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

როგორც მანვე აღნიშნა, პარტიიდან წასვლას არ აპირებს. დოლიძის თქმით, ექნება მისი პოზიცია მიმდინარე პროცესებთან, კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებით.

„რა თქმა უნდა, ამ პარტიაში იმიტომ ვარ, რომ ეს არის ყველაზე ეფექტური პლატფორმა, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს ამ ოლიგარქიული მმართველობის შესაცვლელად. მე ამისთვის ვარ მზად. თუ ვინმეს სხვა ინტერესი აქვს და სამწუხაროდ, იკვეთება, რომ სხვა ინტერესებიც არის, ეს კიდევ სხვა ამბავია.“ – განაცხადა დოლიძემ.

„პირველი ნაბიჯი სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის შექმნაა.. ვაპირებთ პოლიტიკური სკოლის გახსნასაც – არავინ აპირებს ვინმეს გაგდებას“ – ხაბეიშვილმა ენმ-ის გაძლიერების 12-პუნქტიანი გეგმა წარადგინა

magti 5g