LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: Bad Bunny Calvin Klein-ის ახალი კამპანიისთვის

142
photo-collage.png (21)

Bad Bunny ,,კელვინ კლაინის” მამაკაცის საცვლებისა და მაისურების ხაზის საგაზაფხულო კამპანიის სახეა. პუერტორიკოელი არტისტი ახალი კამპანიისთვის, ფოტოგრაფმა – მარიო სორენტიმ აღბეჭდა.

კოლექცია მოიცავს ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელის, Icon Cotton Stretch-ის განახლებულ დიზაინს, რომელიც Calvin Klein-ის მარადიულ სტილს აგრძელებს და აქცენტს მინიმალიზმსა და კომფორტზე აკეთებს. Icon Cotton Stretch-ის მოდელები, ისევე როგორც ახალი კოლექციის კლასიკური მაისურები, თეთრ, შავ და ნაცრისფერ ფერებშია ხელმისაწვდომი. 

შემსრულებლი კამპანიაში გადასაღებად განსაკუთრებულად ემზადებოდა.

,,იმისთვის, რომ კამპანიის გადაღებისას საუკეთესო ფორმაში ვყოფილიყავი, ვიკვებებოდი ჯანსაღად და ბევრს ვვარჯიშობდი” – განაცხადა მომღერალმა.

ბრენდმა კამპანიის პრომოუშენისთვის ვიდეორგოლიც გამოაქვეყნა, რომელსაც მუსიკოსის უახლესი დისკიდან სიმღერა – Eoo ადევს.

ცნობისთვის, Bad Bunny-იმ 5 იანვარს, მეექვსე სოლო სტუდიური ალბომი – Debí Tirar Más Fotos გამოუშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები