LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ბადაგის” ჩურჩხელები ექსპორტზე გავა

1239

შპს ”ბადაგი”  ჩურჩხელების ექსპორტს გეგმავს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის პიარისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა, ნანა ბაგალიშვილმა განუცხადა,  ”ბადაგს” მოლაპარაკებები ჩეხურ და რუსულ მხარესთან აქვს.

რაც შეეხება ჩურჩხელების ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას, ”ბადაგის” პროდუქციის დაგემოვნება მომხმარებელს ”დანკინ დონატსა” და ”ვენდისში” შეუძლია.  გარდა ამისა, ჩურჩხელები იყიდება  ”ისთ ფოინთისა” და ”თბილისი მოლის” ”კარფურში”,  ასევე გლდანის ”სმარტში”. ჩურჩხელების საბაზრო ფასი 2,40-დან იწყება და მაქსიმალური ფასი  6-ლარს აღწევს.

”საცალო გაყიდვების გარდა, გვაქვს მხვილი კორპორატიული შეკვეთებიც. დაახლოებით, 300 კორპორატიული კლიენტი გვყავს საქართველოს მასშტაბით”, – განაცხადა კომპანიის  პიარისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა.

ნანა ბაგალიშვილის ინფორმაციით, ”ბადაგის” ჩურჩხელები ძირითადად თბილისის მასშტაბით იყიდება. ”გვაქვს საკუთარი 4 მაღაზია დედაქალაქში და ერთიც ბათუმში. გარდა ამისა, მოთხოვნიდან გამომდინარე, ვაპირებთ ”ბადაგის” ბრენდის ქვეშ არსებული მაღაზია ქუთაისშიც გავხსნათ”, – აღნიშნა ბაგალიშვილმა.

შპს ”ბადაგი” ქართულ ბაზარზე 5 წელია გამოჩნდა და საწარმოს კახეთში, წნორში ფლობს. საწარმოში ამ ეტაპზე 70 ადამიანია დასაქმებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g