LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბადაგონი” ჩინეთში 5 მილიონ ბოთლ ღვინოს გაიტანს

106

ღვინის მწარმოებელი კომპანია ”ბადაგონი” ჩინეთის ბაზარზე ექსპორტზე 5 მილიონ ბოთლ ღვინოს გაიტანს. ამ რაოდენობის ღვინის რეალიზაციას ითვალისწინებს მემორანდუმი, რომელიც დღეს კომპანია ”ბადაგონსა” და ჩინურ კორპორაციას Wenzhou Bydoway Import & Export Co. შორის გაფორმდება.

კომპანიის ინფორმაციით, ამ მასშტაბის ღვინის ექსპორტი ჩინურ ბაზარზე პირველი პრეცედენტია ქართული ღვინის ისტორიაში.

მემორანდუმის გაფორმების ღონისძიება კახეთში, ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ხოდაშენში, კომპანია ”ბადაგონის” მეღვინეობაში გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სოფლის მეურნეობის მინისტრი და პარლამენტის წევრები.

შეგახსენებთ, ”ბადაგონი” ქართულ ბაზარზე 2006 წლიდანაა წარმოდგენილი. კომპანიამ 10 წლის იუბილე ცოტა ხნის წინ აღნიშნა. ”გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ჩვენი ღვინოების თითოეულ მომხმარებელს საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ! რომ არა თქვენ, წარმატებული 10 წელი არ შედგებოდა! ჩვენ მომავალშიც ყურძნის მხოლოდ ქართული ჯიშებისაგან გავაგრძელებთ ღვინის შექმნას, არასდროს წავალთ ხარისხთან კომპრომისზე და უამრავი სიახლით გაგაოცებთ, რაც ქართულ ღვინოს მსოფლიო მასშტაბით გაუთქვამს სახელს”, – აღნიშნეს ”ბადაგონში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g