LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ბადაგონი” ცქრიალა ღვინის წარმოებას გაზრდის

148

 

ღვინის კომპანია ”ბადაგონი” ცქრიალა ღვინის ბაზარზე გაფართეობასა და მეტ აქტიურობას გეგმავს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის გაყიდვების სამსახურის უფროსმა, იოსებ სალაყაიამ განუცხადა,  2016 წელს ”ბადაგონი” მომხმარებელს ცქრიალა ღვინის ახალ სახეობებსა და ბევრ სიურპზირს ჰპირდება.

”2015 წელს ჩამოვასხით ცქრიალა ღვინო ”მაესტრო”,  რომლის გაყიდვების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა ახალი წლის დღეებში. აღნიშნულმა სახეობამ კონკურენცია გაუწია ამ ბაზარზე არსებულ ძველ მოთამაშეებს, როგორებიცაა: ”ბაგრატიონი”, ”თელიანი ველი” და სხვა.. ამიტომაც, ვაპირებთ ცქრიალა ღვინის წარმოების გაფართოებას”, – აღნიშნა ”ბადაგონის” გაყიდვების სამსახურის უფროსმა.

იოსებ სალაყაის თქმით, ”ბადაგონის” მიერ ჩამოსხმული საფერავის ცქრიალა ღვინო ქართულ ბაზარზე ინოვაციაა, რადგან წითელი შეფერილობის ცქრიალა ღვინო აქამდე არავის გაუკეთებია.

”ბადაგონის” მიერ წარმოებული ცქრიალა ღვინო ”მაესტრო” ბაზარზე 2015 წლის აპრილში გამოჩნდა. მისი გასაყიდი ფასი მაღაზიებში  8-დან 9-ლარამდეა.  ამ ეტაპზე ”მაესტროს” სამი სახეობა გამოდის: საფერავი, თეთრი ნახევრად მშრალი და თეთრი ნახევრად ტკბილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g