ბადრი გრიგალაშვილი ნაცემია, სახეზე დაზიანებები ეტყობა, – აღნიშნულის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე „ტვ პირველის“ ეთერში აცხადებს.
ჯაფარიძე მისივე თანაგუნდელის დაკავების დეტალებს იხსენებს.
„ვიცით, რომ ბადრის დაკავების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ისე აღმოჩნდა, რომ ბადრი მოხვდა იმ მინივენში, რომელიც სპეციალურად, ადამიანების საწამებლად აქვთ გამზადებული, სადაც სკამები აქვთ ამოღებული.
ფოტოც არსებობს, სადაც ჩანს სხვა ორ დაკავებულ დემონსტრანტთან ერთად და მერე შიგნით შედიოდნენ ე.წ. სპეცრაზმელები, თუმცა კაცმა არ იცის, ვინ არის ეს შავებში ჩაცმული ხალხი, შავნიღბიანები. იქ იყო ფიზიკური ანგარიშსწორება, ნაცემი არის, სახეზე ეტყობა დაზიანებები. ჩელე იყო შესული, როგორც ადვოკატი და მოინახულა.
გუშინდელი დღე ზოგადად, რთული დღე იყო არ იყო მარტივი. მიუხედავად იმისა, რომ აქცია შედგა, მაგრამ ქცევა ამ შავოსანი ხალხის იყო განსხვავებული სხვა დღეებისგან. ისინი ასრულებენ ყველაფერს.
თუ ეტყვიან, რომ ხალხი დახოცეთო, გამოვლენ და დახოცავენ ხალხს. ეს უკვე მივხდით, მაგრამ გუშინ გამოირჩეოდნენ, რომ ცინიკურები და გამომწვევი იყვნენ მთელი მსვლელობის განმავლობაში. აყენებდნენ ყველას შეურაცხყოფას. გამოწვევას ცდილობენ ხალხის, ალბათ ეგეთი დავალება ჰქონდათ“, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე.