LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბადრი ჯაფარიძე ჩრდილოვან კაბინეტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძისა და გიორგი ვაშაძის კანდიდატურებზე მსჯელობას არ გამორიცხავს

69
ბადრი ჯაფარიძე

ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ბადრი ჯაფარიძე ჩრდილოვან კაბინეტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძის, ასევე, გიორგი ვაშაძის კანდიდატურებზე მსჯელობას არ გამორიცხავს.

დასმულ შეკითხვაზე – შეიძლება თუ არა, რომ მამუკა ხაზარაძე განიხილებოდეს პრემიერობის კანდიდატად, ჯაფარიძემ უპასუხა: „რატომაც არა, მაგრამ ჯერ ამაზე არ შევთანხმებულვართ.“

„არ გვქონია შეთანხმება, ასევე შეიძლება იყოს სხვა კანდიდატებიც, გიორგი ვაშაძეზე დღეს გაიჟღერა – რატომაც არა, განვიხილოთ სხვადასხვა კანდიდატი, ვიმსჯელოთ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

რაც შეეხება უნდობლობის გამოცხადებას, როგორც დეპუტატმა თქვა, დისკუსია გახსნილია ოპოზიციონერ კოლეგებთან, განიხილავენ სხვადასხვა კონფიგურაციას, თუმცა, ჯერჯერობით ორი ხმა აკლდებათ.

ჯაფარიძე იმედს იტოვებს, რომ ერთი პოლიტიკური ჯგუფი მაინც გადახედავს თავის გადაწყვეტილებას და უნდობლობის პროცედურის დაწყებას მხარს დაუჭერს.

„ჩვენ ყველას გვესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ყველაზე დიდი კრიტიკის საგანი იყო ძალოვანი ინსტიტუტები, ძალოვანი მინისტრები, ეს იყო ყველაზე დიდი პრობლემა.

წარსულიდან გამომდინარე, საზოგადოებაში რომ არ არსებობდეს განცდა, რომ თუ კოალიციური მთავრობა შეიქმნა, შეიძლება კიდევ მსგავსი რამ ვიხილოთ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მინისტრები ფართო სამოქალაქო კონსულტაციების შედეგად უნდა იყვნენ დანიშნული“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

საინტერესო იქნება, თუ პრემიერობის კანდიდატად გიორგი ვაშაძეს განიხილავენ: მანჯგალაძე „ჩრდილოვანი კაბინეტის“ დაკომპლექტებაზე

magti 5g