LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბადრი ჯაფარიძე: „ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას იმდენი არაჩვეულებრივი პატრიოტი შეეწირა, არ გვაქვს სხვა ამოცანა, გარდა იმისა, დამოუკიდებლობას გავუფრთხილდეთ და მისი შენარჩუნებისთვის ვიბრძოლოთ“

107
ბადრი ჯაფარიძე

„ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას იმდენი არაჩვეულებრივი პატრიოტი შეეწირა, იმდენის სისხლი დაიღვარა, რომ ჩვენ არ გვაქვს სხვა ამოცანა, გარდა იმისა, რომ დამოუკიდებლობას გავუფრთხილდეთ და ვიბრძოლოთ მისი შენარჩუნებისთვის“, – განაცხადა „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ კოჯორში, სადაც მან დაღუპული იუნკერების ხსოვნას პატივი მიაგო.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის მსხვერპლი, რომელიც ქართველებმა ამ უდიდესი მონაპოვრისთვის და მისი შენარჩუნებისთვის გაიღეს.

„დღეს პატივს მივაგებთ ბოლშევიკური რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლაში დაღუპულ ქართველებს, რომლებმაც საკუთარი ქვეყნის დამოუკიდებლობას სიცოცხლე შესწირეს.

ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას იმდენი არაჩვეულებრივი პატრიოტი შეეწირა, იმდენის სისხლი დაიღვარა, რომ ჩვენ არ გვაქვს სხვა ამოცანა, გარდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას გავუფრთხილდეთ, ვიბრძოლოთ მისი შენარჩუნებისთვის, დაცვისთვის. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ის მსხვერპლი, რომელიც ქართველებმა ამ უდიდესი მონაპოვრისთვის და მისი შენარჩუნებისთვის გაიღეს.

კიდევ ერთხელ პატივი უნდა მივაგოთ ქართველებს, რომლებიც გმირულად იდგნენ აქ და იცავდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g