LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელად გურამ ოქროპირიძე დაინიშნა

116
გურამ ოქროპირიძე

თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს გურამ ოქროპირიძე უხელმძღვანელებს.

აღნიშნულის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ბაღების მიმართულებით მომდევნო წლებში კიდევ ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდება.

„როგორ მოგეხსენებათ, დაახლოებით, ერთი თვის წინ ჩემს ერთ-ერთ მოადგილედ დაინიშნა კახა აბულაძე, რომელიც მანამდე თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. დღემდე აღნიშნული თანამდებობა ვაკანტური იყო. ამიტომ, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს უხელმძღვანელებს გურამ ოქროპირიძე.

გურამს გავლილი აქვს შპაიერის საჯარო მმართველობის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მეშვეობით ხორციელდება. რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, გურამ ოქროპირიძე 2021 წლიდან იყო თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს წევრი. ასევე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე. მანამდე მუშაობდა კერძო სექტორში.

მინდა, მას წარმატებები ვუსურვო. საკმაოდ საპასუხისმგებლო და ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ბაგა-ბაღების გამართული მუშაობა, რადგან საქმე ეხება ჩვენს პატარებს. არაერთხელ მითქვამს, რომ თითოეულ დეტალს ეთმობა განსაკუთრებული ყურადღება. შესაბამისად, ამ დამოკიდებულების გაგრძელება და კიდევ უფრო გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

magti 5g