ბაღდათში 83 წლის ქმარი 63 წლის მეუღლის მკვლელობაშია ბრალდებული. მეზობლების ინფორმაციით, მკვლელობას წინ ცოლ-ქმარს შორის ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი კამათი უძღოდა, რასაც გასროლა მოჰყვა.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე საქმე აღძრულია და მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზეა დაკავებული.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მეუღლეს – 1954 წელს დაბადებულ თ.ბ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღეს,” – განაცხადეს შსს-ში.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.