ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითში არსებულ კაშხალზე, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო, სამაშველო და პოლიციის ეკიპაჟები.
„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.