LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაღებში კვების უსაფრთხოების უმაღლესი ხარისხი ინერგება – კახაბერ გვანცელაძე

46
Untitled design

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, საბავშვო ბაღებში კვების უსაფრთხოების უმაღლესი ხარისხი ინერგება.

კახაბერ გვანცელაძემ ამის შესახებ ისანში, ახალი საბავშვო ბაღის გახსნის დროს განაცხადა და ბაღებში კოვიდრეგულაციების შემსუბუქებასთან დაკავშირებით ისაუბრა. 

„მინდა, ყველა აღსაზრდელს მივულოცო სასწავლო  წლის დაწყება, ასევე ჩვენს თანამშრომლებს და ვუსურვო წარმატებული წელი. რაც შეეხება სიახლეებს, დღეს ვიმყოფებით ახალ საბავშვო ბაღში, რომელიც არის 8 ჯგუფიანი და 230 ბავშვის მიღება შეუძლია. ამ პროექტზე, დაახლოებით, 3 მილიონი დაიხარჯა და ერთ-ერთი წარმატებული პროექტია. მნიშვნელოვანია ვაცნობოთ მშობლებს, რომ ბაღებში კოვიდ-19-დან გამომდინარე რეგულაციები შემსუბუქდა და მათ უკვე შეუძლიათ შენობებში შესვლა და მათთვის საინტერესო სივრცეების დათვალიერება.

ასევე, შეუძლიათ უშუალოდ ადმინისტრაციას მიაწოდონ კონკრეტული რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ბაღების მართვის სისტემა. ბაღებში ინერგება კვების უსაფრთხოების უმაღლესი ხარისხი.

ჩატარდა ანალიზი და შეიძლება ითქვას, რომ ბაღების უმეტესობა სრულიად აკმაყოფილებს ამ სტანდარტს და მომავალი თვეების განმავლობაში მოხდება ამ სტანდარტის ინტეგრირება ჩვენს ბაღებში. თბილისში 187 ბაღი ფუნქციონირებს და ყველა დღეს გაიხსნა. 11 ათასი თანამშრომელი და 61 000 ბავშვი გვყავს“, – აღნიშნა გვანცელაძემ.