ბაგრატის ტაძრის მოაჯირიდან ტურისტი გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტი არასრულწლოვანია და ეროვნებით რუსია. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ბიჭი ფოტოების გადასაღებად მოაჯირზე ავიდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და ჩამოვარდა. მათივე ინფორმაციით, არასრულწლოვანს დაზიანებები აღენიშნება. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოზარდი ბავშვთა განყოფილებაში გადაიყვანა.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.