LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაია დვალიშვილი: „გამწარებული ტირილამდე ვარ მისული…“

450

ბაია დვალიშვილმა „შუა დღის“ გადაცემაში აღშოთებულმა ისაუბრა იმ პრობლემის შესახებ, რომელზეც ბევრი ცნობილი სახე აკეთებს აქცენტს ამ ბოლო დროს – ქალაქში გამონაბოლქვის აუტანელი სუნი დგას და ამას ვერაფერი შველის. როგორც მსახიობი აღნიშნავს, ის ვაკის აპრკთან ცხოვრობს, სადაც სუნთქვა, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა.

ბაია დვალიშვილი:

გამწარებული ტირილამდე ვარ მისული, მეზიზღება, ზაფხული როცა მოდის. მე ვცხოვრობ ძალიან პრესტიჟულ ადგილას, ვაკის პარკთან. ყველას ყოველთვის შურდა და შენატროდა, რა კარგ ადგილას ცხოვრობო. მეზიზღება ზაფხული, რადგან კარს ვერ ვაღებ. ვზივარ ღამეები და ველოდები, როდის გათენდება, მოვა 4-5- საათი, რომ მანქანებმა შეწყვიტონ სიარული, რომ გავაღო ფანჯარა და სუფთა ჰაერი შემოვშვა. ცხვირში მაქვს გამონაბოქლვის სუნი…

ვერ დავიძინე, სახლში ბოლი იდგა და ხმაზე აღარ ვლაპარაკობ, რატომღაც სამი საათისთვის დრიფტს აწყობენ ხოლმე მანქანები. გაბრაზებულზე შევედი „ფეისბუქზე“ და რატომღაც მიყოლებით ამოაგდო, რომ ბავშვია დასახმარებელი, ამას ლეიკემია აქვს და იმას გაურთულდა. ხალხო, ასეთ დღეში ვიქნებით, უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, მაგრამ სადამდე გავიტანთ თავს, თუ ჩვენ არ დაგვეხმარნენ? ძალიან სერიოზულად უნდა მივუდგეთ ამ საქმეს, ნიყვიც უკან დარჩება და ცხოვრებაც!..

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g