LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაია გადაბაძე პროკურატურაში დაიბარეს

84

“მაესტროს” პარტნიორთა კრების მიერ დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებული ბაია გადაბაძე პროკურატურაში დაიბარეს. “ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, გადაბაძე პროკურატურაში მოწმის სახით, დაკითხვაზეა დაბარებული. ის უწყებაში 16:30 საათისთვის უნდა მივიდეს.
ბაია გადაბაძის პროკურატურაში დაბარება მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება. როგორც ცნობილია, გადაბაძე მის მიმართ დევნაზე საუბრობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები