LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაიდენი და მაკრონი მხარს უჭერენ რუსეთის აქტივების უკრაინისთვის გადაცემის იდეას

128
gettyimages-2155950379-copy

შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ჯო ბაიდენმა და ემანუელ მაკრონმა მხარი დაუჭირეს უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივებისგან მიღებული მოგების გამოყენებას.

შესაბამისი ერთობლივი განცხადება პარიზში ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის შემდეგ თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„რუსეთის უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკა და შეიარაღების კონტროლის რეჟიმების უგულებელყოფა მიუღებელია. ამ კონტექსტში, საფრანგეთი და შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ ადასტურებენ უკრაინის მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, მათ შორის უკრაინისთვის პოლიტიკური, უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ეკონომიკური დახმარების გაწევის გზით..

პრეზიდენტები იღებენ ვალდებულებას, მხარი დაუჭირონ ევროკავშირის და „დიდი შვიდეულის“ ძალისხმევას, რომელიც რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებული მოგების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ითვალისწინებს. პრეზიდენტებმა ასევე გამოხატეს ძლიერი შეშფოთება იარაღის გადაცემასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ირანიდან და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და სხვა ქვეყნებიდან ორმაგი დანიშნულების მასალებისა და კომპონენტების მიწოდების გამო. შეერთებული შტატები და საფრანგეთი მხარს უჭერენ ქმედებებს, რომელიც მიმარულია იმისკენ, რომ შეუმცირდეს აშშ-სა და საფრანგეთის ფინანსურ სისტემებზე წვდომა მათ, ვინც ამ მიწოდებებში მონაწილეობს“, – აცხადებენ თეთრ სახლში.

magti 5g