აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, მისი განცხადება ვარშავაში იმის შესახებ, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებიდან უნდა გადაეყენებინათ, ასახავდა მის მორალურ აღშფოთებას და არა ადმინისტრაციის პოლიტიკის ცვლილებას.
როგორც აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა, არც მაშინ და არც ახლა პოლიტიკის ცვლილებაზე არ საუბრობს.
„მე გამოვხატავდი მორალურ აღშფოთებას, რასაც ვგრძნობდი და ბოდიშს არ ვიხდი“, — განუცხადა მან ჟურნალისტებს თეთრ სახლში და აღნიშნა, რომ პოლონეთში განცხადების გაკეთებამდე, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად დევნილ ოჯახებს ეწვია.
მანამდე კი თეთრმა სახლმა ბაიდენის განცხადება კიდევ ერთხელ განმარტა და განაცხადა: „პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პუტინს არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ გამოიყენოს ძალაუფლება რუსეთის მეზობლების წინააღმდეგ. ის არ განიხილავდა პუტინის ძალაუფლებას რუსეთში ან რეჟიმის ცვლილებას.“ – აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
“ეს ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის, რუსეთის პრეზიდენტს რუსები ირჩევენ” – პესკოვი ჯო ბაიდენს პასუხობს