LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაიდენი პუტინზე: ის არის ომის დამნაშავე და ვფიქრობ, რომ ამას სამართლებრივი განმარტება მიეცემა

127
ბაიდენი და დუდა

აშშ-ის პრეზიდენტმა პოლონეთის პრეზიდენტ ანდჯეი დუდასთან ერთად პოლონეთის ქალაქ ჟესოვში ლტოლვილთა კრიზისის მოგვარების მცდელობების შესახებ ბრიფინგი გამართა.

მან რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ომის დამნაშავე უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ პუტინს ომის დამნაშავის სტატუსი სამართლებრივადაც მიეცემა.

ჯო ბაიდენი: აშშ რუსეთს უპასუხებს, თუ ვლადიმერ პუტინი მასობრივი განადგურების იარაღს გამოიყენებს

ჯო ბაიდენი პირობა დადო, რომ მილიონობით უკრაინელის ტანჯვის შესამსუბუქებლად თავის წვლილს შეიტანს. მან ხაზი გაუსვა რისკებს, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო საყოველთაო უსაფრთხოებას ემუქრება.

„ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც თავიდანვე შეგვიძლია, ჩვენს ირგვლივ დემოკრატიული სახელმწიფოების გაერთიანება და იმ ნგრევის შემცირებაა. გულწრფელად რომ ვთქვათ, ის (პუტინი) არის ომის დამნაშავე და ვფიქრობ, რომ ამას სამართლებრივი განმარტება მიეცემა.“ – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

mazda magti 5g