LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაიდენს თეთრ სახლში არ დავუპატიჟებივარ: პუტინი

88
1

“ის ძალიან გაწონასწორებულია და კონსტრუქციულია, ძალიან გამოცდილია. ამის თქმა ერთი შეხედვით არის შესაძლებელი”, – ასე დაახასიათა რუსეთის პრეზიდენტმა ამერიკელი კოლეგა ჟურნალისტებთან საუბრის დროს და აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენმა საკუთარი ოჯახი და დედის საუბარი გაიხსენა, რაც ადამიანის მორალური ღირებულებების ხარისხს ცხადყოფს.

ვლადიმირ პუტინმა ამავდროულად აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენს ის თეთრ სახლში არ მიუწვევია და არც თვითონ გაუკეთებია ეს თავის მხრივ.

“მართალია, მრავალ საკითხზე ჩვენი პოზიციები იყოფა, თუმცა ორივე მხარემ ერთმანეთის გაგებისა და პოზიციების დაახლოვების სურვილი გამოვხატეთ. ბაიდენს თეთრ სახლში არ დავუპატიჟებივარ, ვფიქრობ, რომ ასეთი ვიზიტებისთვის შესაბამისი გარემოებები უნდა მომწიფდეს. მთლიანობაში ჩვენ ერთ ენაზე ვსაუბრობდით”. – აღნიშნა პუტინმა.

აქვე ცნობისთვის, პუტინს შეახსენეს, რომ რამდენიმე წლის წინ, როცა ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტი იყო, მან პუტინთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მას თვალებში ჩახედა და „შიგ სული ვერ დაინახა“.

პუტინმა პასუხად თქვა, რომ „სულის“ შესახებ შენიშვნა არ ახსოვს.

შეგახსენებთ, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ოფიციალური შეხვედრა ვიწრო და გაფართოებულ ფორმატებში, ჟენევაში გუშინ გაიმართა.

“თვითონ ბაიდენს უყვარს ეს აქსესუარი…” – რა აჩუქეს პუტინმა და ბაიდენმა ერთმანეთს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g