LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაიდენსა და პუტინს შორის საუბარი ერთ საათს გაგრძელდა – რა განცხადებას ავრცელებს თეთრი სახლი

315
BidenPutinHP

უკრაინის გარშემო არსებულ დაძაბულობასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.

ტელეკომპანია „სიენენის“ ცნობით, მხარეთა შორის საუბარი ერთ საათს გაგრძელდა და თბილისის დროით 21:06 საათზე დასრულდა.

თეთრი სახლის განცხადებით, ჯო ბაიდენი პუტინს უკრაინის საზღვრებთან რუსეთის მიერ სამხედრო ესკალაციის მზადების შესახებ ესაუბრა და მკაფიოდ დააფიქსირა, რომ თუკი რუსეთი კიდევ ერთხელ შეიჭრება უკრაინაში, შეერთებული შტატები მოკავშირეებსა და პარტნიორებთან ერთად გადადგამს გადამწყვეტ ნაბიჯებს, რასაც რუსეთისთვის სწრაფი და მძიმე შედეგები მოჰყვება.

“პრეზიდენტმა ბაიდენმა გაუმეორა პუტინს, რომ რუსეთის შეჭრა უკრაინაში გამოიწვევს უამრავი ადამიანის ტანჯვას და შეასუსტებს რუსეთის პოზიციებს.

პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განუცხადა პრეზიდენტ პუტინს, რომ მიუხედავად იმისა, შეერთებული შტატები რჩება დიპლომატიის გზაზე თავის მოკავშირეებთან სრულყოფილი კოორდინაციით, ჩვენ ასევე თანაბრად ვემზადებით განსხვავებული სცენარებისთვისაც“, – ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

ბაიდენმა და პუტინმა ბოლო სატელეფონო საუბარი 2021 წლის მიწურულს გამართეს. მათ შორის პირველი პირისპირ შეხვედრა კი, 2021 წლის ივნისში გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ დღეს სატელეფონო საუბარი ასევე გაიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, ენტონი ბლინკენმა სერგეი ლავროვთან საუბრისას გაიმეორა, რომ თუ მოსკოვი უკრაინაში შეიჭრება ამას „მტკიცე, მასშტაბური და ერთიანი ტრანსატლანტიკური პასუხი მოჰყვება“.

ზელენსკი: “სიურპრიზები” ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს, უნდა ვენდოთ ჩვენს ძალებს

აშშ-ს უკრაინიდან საელჩოს თანამშრომლების ნაწილი გაჰყავს – საელჩო საკონსულო მომსახურების გაწევას წყვეტს

დასავლეთში მოელიან, რომ რუსეთი უახლოეს ხანში შეიძლება დაესხას თავს უკრაინას.

საქართველოს საელჩო კიევში მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი ამოქმედდა.

ამასთან, მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყება განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ რუსეთის მხრიდან ესკალაციის დაწყებიდანვე, უკრაინის ხელმძღვანელობა, უკრაინული დიპლომატია და არმია ყველა ღონეს ხმარობენ, რათა უკრაინაში იყოს სტაბილურობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g