LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაიკერთა რბოლის დროს დაშავებული 8 წლის ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

245
8-1

ბაიკერთა რბოლის დროს დაშავებული 8 წლის ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ის მართვით სუნთქვაზე რჩება.

მოზარდს ქალა-ფუძისა და ბარძაყის მოტეხილობა აღენიშნება.

„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ამ ეტაპზე იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში. აქვს ქალა-ფუძის მოტეხილობები, ბარძაყის ძვლის მოტეხილობა. ამ ეტაპზე პაციენტი იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე. რაიმე ქირურგიულ ჩარევას ამ ეტაპზე არ საჭიროებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეანიმაციულ განყოფილებაში ვიტალური ფუნქციების უწყვეტი მონიტორინგი. დიდი ალბათობა არსებობს, რომ გართულდეს პაციენტის მდგომარეობა. სხვადასხვა სისტემების პათოლოგიები შეიძლება გამოვლინდეს მიღებული ტრავმული დაზიანებების გამო. პროგნოზების გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან პაციენტის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე“,-განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, შემთხვევა გუშინ, 6 სექტემბერს ახალციხეში მოხდა.

8წლის ბავშვს ბაიკერთა რბოლის დროს მოტოციკლი დაეჯახა.

შსს-მ მომხდარზე ძიება სსკ-ის 276–ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g