LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბახტაძე: გადადგომაზე ივანიშვილს გაზაფხულზე ვესაუბრე, თავიდან არ იყო თანხმობა

83
ivanishvili (1)

მამუკა ბახტაძემ ტელევიზიების წამყვანებთან შეხვედრისას, გადადგომის მიზეზები განმარტა. მთავრობის ყოფილმა მეთაურმა თქვა, რომ  ის ამოცანები,  რაც მისი პრემიერის პოსტზე წარდგენის საფუძველი იყო მიღწეულია, სტრატეგიული განვითარების ჩარჩოც შექმნილი და დანერგილია.

ამასთან, ყოფილი პრემიერ-მინისტრი  ამბობს, რომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ გაზაფხულზე მიიღო და ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილს აცნობა. მისივე თქმით, გადადგომის ინიციატივა პირველად თავად მას გაუჩნდა, მაგრამ გუნდში მას ყველა არ ეთანხმებოდა.

“ერთნიშვნელოვნი განმარტება გავაკეთე. მოვედი კონკრეტული მიზნით და მანდატით. ეს მიზანი შესრულებულია. პირველი საუბარი გაზაფხულის ბოლოს დავიწყე ივანიშვილთან და ის რამდენიმე თვე გაგრძელდა.

როცა მე ამ პოსტზე ამირჩიეს, ეს არ იყო განპირობებული იმით, რომ არაგაზომვადი მიზნები ჰქონოდა ჩემს მინისტრთა კაბინეტს. ჩვენი ამოცანა იყო შეგვექმნა სტრატეგიული განვითარების ჩარჩო და ეს გაკეთდა. შესაბამისად, გაზაფხულის ბოლოს, მე მქონდა საშუალება ამ საკითხის ინიცირება გამეკეთებინა. თავიდან ჩემი მხრიდან გადადგომაზე რომ ვისაუბრე, არ იყო თანხმობა და იყო აზრთასხვადასხვაობა” – განაცხადა ბახტაძემ

მისივე  თქმით, 3 სექტემბერს, დილით პრემიერი მინისტრობის კანდიდატი უკვე ცნობილი იქნება. როგორც მან ტელეჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, კონსულტაციები დღესაც გაიმართება და საბოლოო პოზიცია სწორედ ხვალ გაჟღერდება.

მამუკა ბახტაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გადადგა. პოსტში ბახტაძე 5 პრინციპზე დაყრდნობით დეტალურად აღწერს თითოეულის მიღწევისა და განხორციელების გზებს , ასევე შესრულებული ამოცანების შედეგებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g