LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბაკურიანი იმუნიტეტს არ ამაღლებს და ბრონქებს არ წმენდს… ბაკურიანში ნამყოფებს და არანამყოფებს ზამთარში რესპირატორული ინფექციების რისკი თანაბრად აქვთ“ – რას ამბობს ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი

1717
მაია ბუწაშვილი

„ადამიანებისგან რაღაცები რომ მიკვირს, მერე მახსენდება, რომ იმ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც ზოგიერთებს ჯერ კიდევ სჯერათ, ბახმაროში 21 დღეს თუ იქნები, „სისხლის ფორმულა გაიწმინდება” – აი ამაზე საერთოდ რა კომენტარი უნდა გააკეთოს ადამიანმა?“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი წერს.

ინფექციონისტმა მოგვიანებით კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მისმა სტატუსმა სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

სპეციალისტი აცხადებს, რომ გავრცელებული მოსაზრება, რომ ბაკურიანი იმუნიტეტს ამაღლებს და ბრონქებს წმენდს არ შეესაბამება სინამდვილეს.

მისივე განმარტებით, ბაკურიანში ნამყოფებს და მათ ვინც იქ არ ისვენებენ, ზამთარში რესპირატორული ინფექციების რისკი თანაბრად აქვთ:

„მოკლედ, ჩემს წინა პოსტზე ზოგიერთი კომენტარი მაფიქრებინებს, რომ არაფერი არ გვეშველება (კახი კავსაძის ხმით). ხან ნაცი მიძახეს, ხან არაპატრიოტი, ბახმაროს როგორ შეეხეო, და რა ვიცი, აშკარად ვიღაცებს ეროვნული ღირსება შეელახათ:).

ჰოდა, ახლა კიდევ უფრო მეტ მკრეხელობას ვიტყვი – ბაკურიანი იმუნიტეტს არ ამაღლებს და ბრონქებს არ წმენდს. ბაკურიანში ნამყოფებს და არანამყოფებს ზამთარში რესპირატორული ინფექციების რისკი თანაბრად აქვთ:).

ვისაც წაკითხულის გააზრება გაუჭირდა, კიდევ ერთხელ ავუხსნი, რომ სუფთა ჰაერი, გამონაბოლქვისგან თავისუფალი, ძალიან კარგია და მნიშვნელოვანი ადამიანის ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ჟანგბადის მოლეკულა (O2) სხვადასხვა დასახლებაში სხვადასხვანაირი ვერ იქნება.

ჩვეულებრივ სოფლებშიც იგივე ჰაერია. ასე რომ, ყბადაღებულ კურორტებზე ბანკის ვალებით სიარულს აზრი არა აქვს. სწორედ ამ კურორტებიდან ჩამოდიან მერე დიარეით და ღებინებით და მთელი წლის ნანატრი შვებულება ჩაუშხამდებათ ხოლმე. ამის მეტს რას ვუყურებ, ჩემი პროფესიაა“, – წერს ბუწაშვილი.

მოკლედ, ჩემს წინა პოსტზე ზოგიერთი კომენტარი მაფიქრებინებს, რომ არაფერი არ გვეშველება (კახი კავსაძის ხმით). ხან ნაცი…

Posted by Maia Butsashvili on ხუთშაბათი, 14 აგვისტო, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g