“ენერგო-პრო ჯორჯია“ დაბა ბაკურიანში ენერგეტიკული ქსელის რეაბილიტაციისთვის 500 000-მდე ლარის ინვესტიციას განახორციელებს.
კომპანიის ინფორმაციით, განხორციელებული სამუშაოების შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება დაბა ბაკურიანის 3000-მდე აბონენტის ენერგომომარაგება და ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი.
”აღნიშნული პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ახალი 10 კვ-იანი საკაბელო ხაზი, განხორციელდება 35კვ-იანი ქვესადგურისა და სატრანსფორმატორო პუნქტების რეაბილიტაცია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოეწყობა ახალი ცენტრალური გამანაწილებელი პუნქტი; განხორციელებული სამუშაოები გაზრდის ქსელის საიმედოობას და ავარიების შემთხვევაში რეაგირების ოპერატიულობას”, – აცხადებენ ”ენერგო-პროში”.
მათივე ცნობით, დაბა ბაკურიანში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო 22 ოქტომბერს და დასრულდება ერთი თვის ვადაში.