Sky bar მომხმარებელს ევროპული მენიუს ფართო არჩევანს სთავაზობს. როგორც ”ფოტუნა პლუსთან” საუბრისას ბარის მენეჯერმა ბაჩანა კაკაურიძემ განაცხადა, ევროპული სამზარეულოს გარდა, მსურველებს ბარში იმერული და მეგრული ხაჭაპურის დაგემოვნებაც შეუძლიათ.
მისივე ინფორაციით, ბარში კლიენტებს უგემრიელესი კოქტეილებისა და საფირმო კერძის ”ბარბექიუს” ასორტის დაგემოვნება შეუძლიათ.
”გამომდინარე იქიდან, რომ მხოლოდ ბაკურიანში გვაქვს ფილიალი, ჩვენი ბარი სეზონურია. ყველა სასტურმოს დავურიგეთ სპეციალური მენიუ, სადაც აღნიშნულია ის საჭმელები, რომლის ადგილზე უფასოდ მიტანაც შეგვიძლია. ვფიქრობ, ფასები ყველასთვის ხელმისაწვდომია და რაც მთავარია, ჩვენთან სასიამოვნო და მყუდრო გარემოა”, – განაცხადა კაკაურიძემ.
ბარის მენეჯერის განმარტებით, ბარში ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას უკრავენ ბენდები.
Sky bar ბაკურიანში, სასტუმრო BOBLINE-ის მიმდებარე ტერიტორიაზე 2015 წლის 31 დეკემბერს გაიხსნა და ყოველდღე 10:00-დან 24:00 საათამდე მუშაობს.