ბაკურიანში, მშენებარე კორპუსიდან 56 წლის კაცი ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა,– ინფორმაცია ამის შესახებ “ფორტუნას” შსს–ში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიება სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
ცხედარი ამ დროისთვის ახალციხის პროზექტურაშია გადასვენებული.