ბაკურიანში ზვავში მოყოლილი ადამიანის ძებნა-შველის ოპერაცია განახლდა. პროცესში ჩართულია ვერტმფრენიც. ამის შესახებ „ფორტუნას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
ზვავში 40 წლამდე მამაკაცია მოყოლილი. ძებნა-შველის ოპერაციაში ჩართულია დრონები და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მაშველები.
ბაკურიანში მთის ფერდობიდან თოვლის მასა 28 მარტს, დილით ჩამოიშალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ბაკურიანიდან ასპინძისკენ მიმავალ გზასთან, სოფლების – ოთას და ოშორას – მიმდებარედ დღეს დილით ხუთი ადამიანი იმყოფებოდა ბურანით. მათ ახლოს მდებარე მთაზე ისრიალეს, ერთ-ერთი მათგანი კი თოვლის მასის ჩამოშლის შემდეგ ზვავის ქვეშ მოჰყვა.