KickStarter-ზე „ჭკვიანი“ ბალიშის – ZEEQ შექმნაზე თანხების მოძიება მიმდინარეობს. სიახლის შემქმნელების თქმით, ის ძილის „აქტიური მონაწილეა“. ZEEQ აღჭურვილია შიდა აკუსტიკური სისტემით Bluetooth-ის ინტერფეისით, მისი საშუალებით შესაძლებელია სასურველი მუსიკის ან ხმის ჩართვა, რაც დაძინებაში დაგეხმარებათ. თუ ძილის დროს ხვრინავთ და თავი სწორედ ამ ბალიშზე გიდევთ, ის მსუბუქი ვიბრაციებით გაღვიძებთ და სხეულის მდგომარეობის შეცვლისკენ გიბიძგებთ.
ZEEQ თავსებადია როგორც iOS-თან, ისე Android-თან. ის მაღვიძარას ფუნქციასაც ასრულებს და როგორც თქვენი ორგანიზმისთვის იქნება უკეთესი, სწორედ იმ დროს გაგაღვიძებთ.
ამ დროისთვის უცნობია, როდის გამოვა ჭკვიანი ბალიში გაყიდვაში.

