LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბალმეინი“, „როლექსი“, „კარტიე“, „ივ სენ ლორანი“ და „მიუ მიუ“ – რა ღირს ნეკა დოროყაშვილის „ლუქი“, რომლითაც ის გადაცემა „ვიზიტორს“ ესტუმრა

460
page

მოდელი, ნეკა დოროყაშვილი რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორს“ სტუმრობდა, სადაც უამრავ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, მოდელისა და ახლა უკვე მომღერლის გლამურული ჩაცმულობის შესახებ საზოგადოების ინტერესი განსაკუთრებით დიდია. ნეკამ წამყვანის შეკითხვას გულწრფელად უპასუხა და მსმენელს გაუმხილა, თუ რომელია მისი ფავორიტი ბრენდები და რა ღირს მისი „ლუქი“ რომლითაც ის გადაცემას ესტუმრა.

ნეკა: ბრენდებზე ჩაციკვლა არ შეიძლება. ეს ზოგჯერ ავადმყოფობად იქცევა. ყველაზე ძვირი, ალბათ, სამოსში 7 ათასი ევრო გადამიხდია. იყო ეტაპი, რომ ეს მაბედნიერებდა. ახლა სხვა ეტაპზე ვარ. ალბათ, ამ პერიოდში ყველა ბრენდის სამოსი დავაგროვე. ჩემი საყვარელი ბრენდებია: „ლუი ვიტონი“, „ივ სენ ლორანი“, „ბალმეინი“, „გუჩი“, „დიორი“…

რაც შეეხება ჩემს დღევანდელ „ლუქს“, მაცვია „ბალმეინის“ მამაკაცის ქურთუკი, რომლის ფასიც 5000 ევროა, მიკეთია ჩემი მეგობრის ნაჩუქარი საათი, „როლექსის“ ბრილიანტის საათი, რომლის ფასიც 45 000-დან 60 000 დოლარამდე მერყეობს. „კარტიეს“ სამაჯური, რომლის ფასიც 3 000-დან 6 000 დოლარამდეა, ჩანთა „ივ სენ ლორანისაა“, სათვალე კი „მიუ მიუსი“. მიყვარს ბრენდების შერევა. რაც შეეხება ავტომობილს, წითელი „პორშე“ მყავს, თუმცა, უკვე ერთი წელია, არ დავდივარ მანქანით, მირჩევნია, სხვამ მატაროს, ან ტაქსით ვიარო.

ექსკლუზივი: ნეკა დოროყაშვილი მალე ინგლისურენოვან ალბომს გამოუშვებს, რომელიც ამერიკელი პროდიუსერების დაკვეთით ჩაწერა – რა გეგმები აქვს მოდელს, რომელიც ამღერდა: „ყველანაირი ნეგატივი წარსულს გავატანე და დავიწყე ახალი ცხოვრება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g