LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბალტიის ქვეყნები მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში საპროტესტო აქციებს ახშობდა, ეროვნული სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ

151
2024-12-01_23-12-12_768598

ბალტიის სამი სახელმწიფო, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი, ერთობლივად შეთანხმდა ეროვნული სანქციები დაუწესოს მათ, ვინც საქართველოში ლეგიტიმურ საპროტესტო აქციებს ახშობდა.

აღნიშნულის შესახებ ლიეტუვის, ლატვიის და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, გაბრიელიუს ლანდბერგისი, ბაიბა ბრაჟე და მარგუს ცაჰკნა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერენ.

„დემოკრატიის მოწინააღმდეგეებსა და ადამიანის უფლებების დამრღვევებს ჩვენს ქვეყნებში სიამოვნებით არ ხვდებიან“, – აცხადებენ სამი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელები.

ცნობისთვის, ამ დროისთვის პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ქართველი ხალხი ირაკლი კობახიძის განცხადებას აპროტესტებს, სადაც ის ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებებს 2028 წლამდე არ განაახლებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g