აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა განაცხადა, რომ შეხვდა ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, სადაც განიხილეს თუ „როგორ გასცენ პასუხი ივანიშვილის რეჟიმის ტირანიას“.
“მადლიერი ვიყავი ბალტიის სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს შევხვედროდი, მარგუს ცაჰკნას, კესტუტის ბუდრისსა და ბაიბა ბრაჟეს, რათა განგვეხილა კოლექტიურად როგორ შეგვიძლია პასუხი ვაგებინოთ ივანიშვილის ტირანიულ რეჟიმს. ბალტიის ქვეყნები თავისუფლებისა და დემოკრატიის მოდელი არიან. მიხარია მათი დამოუკიდებლობა!” – წერს უილსონი.
ცნობისთვის, უილსონმა შეხვედრა გამართა ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, მარგუს ცაჰკნასთან (ესტონეთი), კესტუტის ბუდრისთან (ლიეტუვა) და ბაიბა ბრაჟესთან (ლატვია).