ბალტლიის ზღვაში, ბორანზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება.
ლიეტუვის დროშის ქვეშ მცურავ საზღვაო ხომალდის ბორტზე 335 იყო. ოფიციალური ინფორმაციით, მომხდარს ყველა უვნებელი გადაურჩა.
ირკვევა, რომ Regina Seaways-ის ბორანი, რომელიც გერმანიიდან ლიეტუვას მიმართულებით გადაადგილდებოდა ავტომობილებით იყო დატვირთული.
საზღვაო ხომალდის ოპერატორმა კომპანიამ DFDS უარყო, რომ ბორტზე ხანძარი გაჩნდა.
ინციდენტი რუსეთის ეკონომიკურ ზონაში, კალინინგრადის წყლებში მოხდა.