LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბალტიის ზღვაში XIX საუკუნეში ჩაძირული სავაჭრო გემი აღმოაჩინეს

174
სავაჭრო გემი

პოლონელმა მყვინთავებმა ბალტიის ზღვაში, შვედეთის სანაპიროსთან, XIX საუკუნეში ჩაძირული სავაჭრო გემი აღმოაჩინეს, რომლის ტრიუმი შამპანურის, მინერალური წყლისა და ფაიფურის ყუთებით იყო სავსე.

„40 წელია ვყვინთავ და ფსკერზე ერთ-ორ ბოთლს ხშირად ვპოულობ ხოლმე. ჩაძირულ გემზე ასეთი რაოდენობის ტვირთის აღმოჩენა ჩემთვის პირველი შემთხვევაა“, – განაცხადა ტომაშ სტაჩურამ, მყვინთავთა ჯგუფის ხელმძღვანელმა.

პოლონელი მყვინთავები, რომლებიც ჩაძირული გემების აღმოჩენის მიზნით ზღვის ფსკერს მრავალი წლის განმავლობაში იკვლევენ, აღნიშნავენ, რომ შვედეთის კუნძულ ოლანდიდან სამხრეთით, დაახლოებით, 37 კმ-ის მანძილზე ჩაძირულ გემს შემთხვევით წააწყდნენ. დალუქული თიხის ბოთლების პოვნა, რომლებშიც მინერალური წყალი აღმოჩნდა, ჯგუფს იმის დადგენაში დაეხმარა, რომ გემი XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჩაიძირა.

„ჩვენ თიხის ბოთლზე ამოტვიფრული ბრენდის სახელის ფოტოგრაფირება მოვახერხეთ. აღმოჩნდა, რომ ეს არის გერმანული კომპანიის „სელტერსის“ ბოთლები, მათ ლოგოს ასეთი ფორმა სწორედ XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჰქონდა“, – ამბობს სტაჩურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები