ხელნაკეთი, ბამბუკისგან დამზადებული სათვალეებისა და აქსესუარების მაღაზია. „Bamboo Panda” ახალი ფილიალი სავაჭრო ცენტრ ”თბილსი მოლში” გაიხსნა.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა აღნიშნა, მაღაზია გათვლილია, მათთვის, ვისაც უყვარს ორიგინალური სათვალეები და აქსესუარები.
”ჩვენს მაღაზიაში მომხმარებლებს ვთავაზობთ, სათვალეებს, რომელთა ფასიც 90 ლარიდან 210 ლარამდე მერყეობს, სათვალეები განკუთვნილია, როგორც ქალბატონებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. ამას გარდა, ჩვენთან ხელნაკეთი ხის საათების შეძენაცაა შესაძლებელი”, – აღნიშნა მენეჯერმა.
მისივე თქმით, უდიდესი ყურადღება დეტალებზეა გამახვილებული. თითოეული დეტალი მორგებულია მომხმარებლის კომფორტსა და გამოყენების სიმარტივეზე.
მაღაზიის ეს რიგით მეორე ფილიალია, პირველის მისამართია რუსთაველის N42.