დანიურმა კომპანიამ Bang & Olufsen წარმოადგინა ახალი უკაბელო ყურსასმენები BeoPlay H9, რომელიც ჰიბრიდულია და მისი მართვა სენსორული ზედაპირითაა შესაძლებელი. სამართავი პანელი მოწყობილობის კორპუსშია ჩაშენებული. ახალი გაჯეტის შესახებ ინფორმაციას Luxurylaunches ავრცელებს.
ყურსასმენებს ავტონომიურ რეჟიმში, ერთი სრული დამუხტვით, 14 საათამდე მუშაობა შეუძლია. იმ შემთხვევაში თუ მოწყობილობის ბატარეა მთლიანად დაიხარჯება, მისი გამოყენება კაბელის დახმარებითაა შესაძლებელი. ყურსასმენები აღჭურვილია როგორც Wireless, ისე კაბელური დაკავშირების რეჟიმით. გაჯეტი ორ ფერშია წარმოდგენილი – ნაცრისფერსა და შავში. მისი ფასი 499 ამერიკულ დოლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ Bang & Olufsen-ი დანიური კომპანიაა, რომელიც სპეციალიზირებულია ძვირადღირებული აუდიო მოწყობილობების წარმოებაზე.