“ბანკ რესპუბლიკაში” ავტოგანვადების აქცია ,,უდარდელი 1 წელი’’ დაიწყო.
როგორც “ფორტუნას” ბანკის ალტერნატიული გაყიდვების სამსახურის უფროსმა ნათია ფრანგულაშვილმა განუცხადა, აქციის პირობების თანახმად, ახალი ან მეორადი ავტომობილის ავტოგანვადებით შეძენის მსურველებს “ბანკი რესპუბლიკა” განსაკუთრებულ პირობებსა და უამრავ საჩუქარს სთავაზობს.
კერძოდ, აქციის ფარგლებში, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს 2 წლამდე 0% იანი განვადებით (ეფექტური 1,12% დან) ასევე საჩუქრად მიიღოს 1 წლამდე ავტოდაზღვევა PSP დაზღვევისგან, 1800 ლიტრამდე საწვავი, 1 წელი ავტომობილის რეცხვა, 1 წელი სითი პარკის მომსახურება, ასევე მთელი წელი 10-თეთრიანი ფასდაკლება “ვისოლის” სადგურებზე და ვულევუს Vip 20%-იანი ფასდაკლების ბარათი.