LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბანკების ასოციაცია საპოლიციო გამოსახლების აკრძალვას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს

100

პარლამენტის მიერ საპოლიციო გამოსახლების აკრძალვა წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციური უფლების შეზღუდვას, ამის შესახებ ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ გვასალიამ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის მიერ კანონში შეტანილი ცვლილების შედეგად იპოთეკურ ბაზარზე პრობლემები შეიქმნება, რაც სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდას გამოიწვევს.

ბანკების ასოციაცია აპირებს, მიღებული ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს.

”გაიზრდება საპროცენტო განაკვეთები, რადგან ეს ყველაფერი რისკებთანაა დაკავშირებული. ამასთან, ეს არის პირდაპირ კონსტიტუციური უფლების შეზღუდვა. მტკიცებულების ტვირთი გადადის მესაკუთრეზე, იმ დროს, როდესაც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისათვის მთავარი არის საკუთრების უფლება და მისი დაცვა. მტკიცებულების ტვირთის მესაკუთრეზე გადასვლა ნიშნავს, რომ რაღაც გაურკვეველი დროით მესაკუთრე ვეღარ სარგებლობს თავისი საკუთრებით” – განაცხადა გვასალიამ.

საქართველოში საპოლიციო გამოსახლება გაუქმდა. პარლამენტმა შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით 11 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა. ცვლილებები პოლიციისა და სააღსრულებლო წარმოების შესახებ კანონებში, ასევე, სამოქალაქო და საპროცესო კოდექსებში შევიდა. ცვლილებების მიხედვით, პირის საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება შესაძლებელი. გაუქმდა ნორმები, რომელთა მიხედვითაც, პირის გამოსახლება-გამოყვანა იძულებით, პოლიციის მეშვეობით არის შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g