LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბანკების ინტერესშია, რომ ბაზარი არ განვითარდეს“ – როგორ შეძლებს ქვეყანა საფონდო ბირჟის გააქტიურებას

161
5ad4b3e81dd17

საფონდო ბირჟების განვითარება იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც განსაკუთრებული ყურადღება ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა  კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გაამახვილა.

მინისტრი აღნიშავს, რომ ის სტერეოტიპი, რომ საქართველო პატარაა და საფონდო ბირჟა არ სჭირდება, დასამსხვრევია.

მაჭავარიანის შეფასებითვე, ბონდებით ვაჭრობისთვის მოედანი უკვე მომზადებულია, კანონმდებლობა გამართულია, თუმცა გარკვეული კომპონენტები აკლია.

რადიო “ფორტუნას” გადაცემა, “ბიზნესკურიერი” დაინტერესდა, რა პოტენცილი აქვს ქართულ საფონდო ბირჟას და რა გამოწვევებებია ამ მიმართულებით.

როგორც თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვახტანგ ხომიზურაშვილმა ჩვენთან საუბრისას განმარტა, საფონდო ბირჟა არის ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის მოედანი. როდესაც არ არსებობს ფასიანი ქაღალდები, აქციები, ობლიგაციები, ამ შემთხვევაში საფონდო ბირჟის არსებობას აზრი არ აქვს.

„ფასიანი ქაღალდების მეშვეობით კომპანიები იზიდავენ საინვესტიციო კაპიტალს, ეს არის საბანკო სესხის ალტერნატივა, ფაქტობრივად, მისი კონკურენტი სფეროა, აქედან გამომდინარე საბანკო სისტემა არ არის დაინტერესებული ამ ბაზრის განვითარებით.“

ამასთან, ფინანსური ბაზრის მკვლევარი განმარტავს, რომ პირველ რიგში კანონი უნდა შეიცვალოს, რადგან იქ ვაწყდებით ორმაგ ინტერპრეტაციას, რაც კანონს ბუნდოვანს ხდის. ამასთან, მასში უნდა ჩაიდოს მასტიმულირებელი მექანიზმი იმისთვის, რომ კომპანიებმა ფასიანი ქაღალდები გამოუშვან.

ასევე, მისი შეფასებით, შესაქმნელია ცალკე კანონი სააქციო საზოგადოების შესახებ, რადგან მეწარმეთა კანონში არ არის საკმარისად განმარტებული ინვესტორთა და აქციონერთა უფლებები.

„საერთოდ, პარლამენტის პრეროგატივაა ნებისმიერი კანონის შემოღება, ინიციატორი კი გამოდის მარეგულირებელი ორგანო. ჩვენთან რომ იყოს, ცალკე გამოყოფილი მარეგულირებელი ფასიანი ქაღალდების ზედამხედველობის კომისია, როგორც უცხოეთშია, ამ შემთხვევაში კომისია გამოვიდოდა ინიციატორად.“

ანალიტიკოსი განმარტავს, რომ ეროვნულ ბანკს ამ შემთხვევაში დიდი როლი აქვს. პრობლემა ვერ მოგვარდება, თუ მარეგულირებელი ეროვნულ ბანკს არ გამოეყოფა.

ეროვნული ბანკი არასდროს გადადგამს ნაბიჯს კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის, სწორედ იმიტომ, რომ ეს კონკურენტი სფეროა, რადგან ეროვნული ბანკი პირველ რიგში იცავს ბანკების პოზიციებს. ჩვენთან რომ იყოს განვითარებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი,  დეპოზიტების ნახევარს მაინც დაკარგავენ ბანკები, რადგან დეპოზიტების გადადინება მოხდება ფასიან ქაღალდებში. კომპანიები აღარ მიმართავენ ბანკებს სესხებისთვის იმიტომ, რომ დამოუკიდებლად, ობლიგაციების გამოშვების მეშვეობით მოიზიდავენ კაპიტალს და სულ არ დასჭირდებათ იმ დოზით ბანკებიდან ფულის აღება.

ანალიტიკოსი „ბიზნესკურიერთან“ ასევე აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც კანონი იქნება მიღებული უკვე შეიძლება, საგადასახადო შეღავათების შემოღება ფასიანი ქაღლადების ბაზრის სუბიექტებისთვის.

ვახტანგ ხომიზურაშვილმა, იმ მექანიზმებზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც მთავრობას  აქვს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებისთვის.

„ეს არის მუნიციპალური ობლიგაციები, იგივე რეგიონებში თვითმმართველობის ორგანიზების მიერ გამოშვებული ობლიგაციები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებას. ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ გამოიყენა ეს შესაძლებლობა ჩვენ გარდა“-აცხადებს ანალიტიკოსი „ფორტუნასთან“ საუბრისას.

magti 5g