ბირმინგემში ცნობილი ბრიტანელი სტრიტ-არტისტის Banksy-ს ახალი ნამუშევარი გამოჩნდა. კედელზე ორი ირემია გამოსახული, რომლებიც თითქოს ბუნებრივ ხის გრძელ სკამში არიან შებმული. banksy სოციალური და პოლიტიკური თემატიკის გრაფიტითაა ცნობილი. ამჯერად მან ამ ნამუშევრით, ბირმინგემში, და არა მარტო, დიდ პრობლემაზე – უსახლკარობასა და გაჭირვებაზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ დღესასწაული ყველასთვისაა.
ვიდეოში, რომელიც ბენქსიმ “ინსტაგრამზე” გამოაქვეყნა, უსახლკარო კაცი ჩანს, რომელიც სკამზე წვება, გარშემო კი ხალხი ირევა და მას ვერ ამჩნევენ.
“ღმერთმა დალოცოს ბირმინგემი. იმ 20 წუთში, სანამ ამ ვიდეოს ვიღებდით, კაცს გამვლელებმა ცხელი სასმელი, ორი შოკოლადი და სანთებელა მისცეს – ყოველგვარი თხოვნის გარეშე”, – წერია ვიდეოს აღწერაში.
ვიდეოს უკვე 1 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.