ბაქო–თბილისი–ბაქოს მარშუტზე რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს, რომელიც ფრანგული წარმოებისაა. როგორც ადგილობრივი, ანუ აზერბაიჯანული მედია „აზერბაიჯანის რკინიგზაზე“ დაყრდნობით იუწყება, ჩქაროსნული მატარებელი Prima M4 ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე უკვე 24 ოქტომბრიდან ოპერირებს.
აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ბაქოს მარშრუტზე რეისენი კვირაში 7 სიხშირით სრულდება. ჩქაროსნული მატარებელი მეზობელი ქვეყნების დედაქალაქებს შორის არსებული მარშრუტის დაფარვას 12.15 საათს ანდომებს.
მატარებლის ბილეთის ღირებულება 23 აზერბაიჯანული მანათიდან იწყება.