ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთზე საცდელმა სატვირთო მატარებელმა გაიარა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზისა” და„აზერბაიჯანის რკინიგზის” საქართველოს ფილიალის ერთობლივი ორგანიზებით, მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო მონაკვეთზე, საცდელმა სატვირთო მატარებლმა უკვე გაიარა.
როგორც “მარაბდა-კარწახის რკინიგზის” წარმომადგენლები აცხადებენ, ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია პროექტის წარმატებით დასრულებისკენ.
”ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი უმნიშვნელოვანესი პროექტია როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი რეგიონისთვის და მას დიდი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური დატვირთვა აქვს. პროექტის განხორციელების შედეგად გაიხსნება მნიშვნელოვანი სარკინიგზო დერეფანი აზიიდან ევროპისკენ”,- განაცხადეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.