LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის თურქეთის მონაკვეთის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება

97

ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტის დასრულება 2016 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, თურქული მხარისგან საქართველომ დაპირება მიიღო, რომ ისინი თავის სამუშაოებს 2016 წლის ბოლოსთვის დაასრულებენ. ქუმსიშვილის განცხადებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მარაბდა-კარწახის რკინიგზის მშენებლობისთვის.

,,ეს ნიშნავს იმას, რომ 2017 წელს ჩვენ უკვე გვექნება ოპერირებადი რკინიგზა”, – აღნიშნა ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში, თურქულ მხარესთან შეთანხმება შედგა რამდენიმე ხელშეკრულების ხელმოწერაზე, რომელიც მნიშვნელოვანია ტრანსპორტის სფეროში საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობის გაღრმავებაში.

,,ამ ხელშეკრულებებმა უფრო ხელმისაწვდომი უნდა გახადოს ის კორიდორი, სადაც ტვირთებმა უნდა იმოძრაონ, როგორც აზიიდან, ასევე ახლო აღმოსავლეთიდან და ევროპიდან”, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში” ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის სამმხრივი საკოორდინაციო საბჭოს მეშვიდე სხდომა მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g