LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაქოდან ბათუმისკენ ფრენები იწყება

111
maxresdefault-60-1

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონში სამიზნე ქვეყნებიდან ტურისტული სააგენტოების მოწვევას. ამჯერად, აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს წამყვანი აზერბაიჯანული ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები გაეცნენ.

სტუმრებმა დაათვალიერეს ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი და სასტუმრო ინფრასტრუქტურა. ისინი ქედის ტურისტულ შესაძლებლობებსაც გაეცნენ და ადგილობრივი ღვინო და სამზარეულო დააგემოვნეს.

აზერბაიჯანი აჭარისთვის ტრადიციული სამიზნე ქვეყანაა, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია წლებია მიმდინარეობს. მზარდია რეგიონში აზერბაიჯანიდან მოგზაურების ვიზიტების რაოდენობაც. წელს, ფრენები იწყება ბაქოდან ბათუმის მიმართულებითაც. ავიაკომპანია „Buta Airways” ფრენებს 14 ივნისიდან დაიწყებს. რეისები კვირაში 2 სიხშირით, ყოველ პარასკევს და კვირას, Embraer E190, Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g